სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას - პრემიერი

04 აგვისტო 2023, 14:37 557 ნახვა

სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავებენ. არც ერთი ის ადამიანი, რომელიც გუშინ იყო ნაპოვნი, არ დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც შოვში იმყოფება.

პრემიერის განცხადებით, სამაშველო სამსახურები იყვნენ შემთხვევის ადგილზე და სიტუაციას აკონტროლებდნენ. პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას სამაშველო სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენების რაოდენობის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვერტმფრენების შეძენის შესახებ მას განცხადება არ გაუკეთებია.  

"არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე - ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში, როდესაც გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა 1 წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი...

ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემაა. 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებენ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის. ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და ათმაგად ძაბავენ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულონ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენმა სამაშველო სამსახურმა 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად გამოიყვანა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ამასთან, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, აცხადებს, რომ კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია.

„არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი