ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა.
როგორც მძღოლი ამბობს, გოგონამ მოულოდნელად გადაუჭრა გზა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა სახის კვლევები უტარდება. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.