თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე თხევადი აირის ავზი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხელოსანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.