''ბერმუხას'' უხუცესი წევრი 100 წლისაა

01 ივლისი 2023, 20:08 988 ნახვა

ხულოში ანსამბლ ''ბერმუხას'' ყველაზე უხუცესი წევრის მუხამედ ირემაძის 100 წლის იუბილე იზეიმეს. იგი ცნობილ ქორეოგრაფიულ ანსამბლს 1982 წლიდან შეუერთდა და დღემდე აქტიური წევრია უხუცესთა ანსამბლში.

მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებში. მუხამედ ირემაძე 1923 წელს სოფელ ირემაძებში დაიბადა, ყავს 6 შვილი და 20-ზე მეტი შვილთაშვილი. 

100 წლის იუბილეზე მას აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძის ჯილდო გადასცეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი