დოილის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბლინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა.შონ ო’ფარელის განცხადებით,ირლანდია კვლავ გააგრძელებს პატარა ქვეყნების ინტერესების დაცვას ევროკავშირის მასშტაბით- ეს განცხადება კი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.საგარეო უწყების ცნობით ილია დარჩიაშვილთან აუდიენციისას ძირითადი აქცენტი სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზეც.ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.