საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში - საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა 

14 ივნისი 2023, 14:19 899 ნახვა

‘’საერთაშორისო  გამჭვირვალობა  საქართველო’’  მაღალჩინოსან  ძმებ ბერიძეებთან  დაკავიშირებული  კომპანიის  საეჭვო  კორუფციულ გარიგებებზე  საუბრობს.  კვლევაში ფიგურირებენ  ბათუმის  კეთილმოწყობის  სამმართველოს  დირექტორი  აკაკი ბერიძე და მისი ოჯახის  წევრები -  ქედის  მერი და  აჭარის  საგზაო დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე. 

კვლევის  თანახმად  აკაკი  ბერიძის  ყოფილი  ბიზნესპარტნიორის  კომპანია   ქედის   მერიის   და  საგზაო  დეპარტამენტის  ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია  და    ამასთან  უკონკურენტოდ  გაიმარჯვა  ქედის  მერიის   ტენდერშიც,  ბოლო  ორ  წელიწადში  კი  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის ტენდერებიდან მიღებული  აქვს  მილიონ  900  ათას  ლარამდე  სახელმწიფო   შესყიდვა.   

აკაკი ბერიძეს ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია,  ასევე ველოდებით  განმარტებას   ქედის   მერიისგან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში