ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირს შესაძლოა თბილისმა უმასპინძლოს

03 მაისი 2023, 10:29 615 ნახვა

პარიზის  2024  წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ევროპის ტურნირს  შეიძლება თბილისმა უმასპინძლოს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებას ოფიციალური განაცხადით რამდენიმე თვის წინ მიმართა. ამ დღეებში კი თბილისს  ესტუმრა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი - კარლ-მარტინ დიტმანი.

ვიზიტის მიზანი სალიცენზიო ტურნირის მასპინძლობის მსურველი სპორტის სასახლისა და სასტუმროების დათვალიერება იყო. დიტმანი თბილისის გარდა კიდევ ოთხ კანდიდატ ქალაქში: რომში, ვარშავაში, სკოპიესა და ბაქოშიც ჩავა.  შემდეგ კი, სპეციალურ კომისიასთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ოლიმპიური თამაშების ევროპის სალიცენზიო ტურნირი 2024 წლის 4-7 აპრილს გაიმართება და პარიზი-2024-ის საგზურებს ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, ექვს-ექვსი ოლიმპიური წონითი კატეგორიის ფინალისტები მიიღებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი