სიტყვის თავისუფლების დასაცავად 8 პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს. საბჭო დღეს დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. საკოორდინაციო საბჭო, მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა.