მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ სტიქიით დაზარალებულები ბათუმში.აღმაშენებლის 40 ნომერში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა. ახლა კორპუსში წვიმის წყალი ჩადის,დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საოჯახო ტექნიკა. შიშობენ, რომ წვიმის წყლით გაჟღენთილი ჭერი ჩამოვარდება. კორპუსს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გუშინ გზაც გადაკეტა. ბათუმის მერიამ კორპუსი დღეს დილით დროებით ტენტით გადახურვა.ირკვევა, რომ სახურავების რეაბილიტაცია უამინდობის გამო ვერ იწყება. ამიტომ ობიექტებს დროებით ტენტით ხურავენ. კომისია ზარალის ანაზღაურების საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავს.მერიაში სულ სხვადასხვა მისამართიდან 200 განაცხადია შესული.