ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინდელმა გრიგალმა ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია.
წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილები და საქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სხვადასხვა დასახლებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. ქალაქში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.