უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

27 მარტი 2023, 10:07 468 ნახვა

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაბომბეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

"ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა" - აცხადებენ გენშტაბში.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის 2 სასაზღვრო სოფელზე, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი