ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში დიეგო ჩხიკვაძემ თურქი მოჭიდავე მუსტაფა ილდირიმი 2:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ევროპის ჩემპიონს და მის მწვრთნელს უმასპინძლეს.