ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზონაში მოხვდა

23 იანვარი 2025, 11:46 139 ნახვა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის დარჩენილი ცხრა შეხვედრა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება იწვევდა. გამარჯვების შემთხვევაში „პსჟ“ პლეი-ოფში გასვლის შანსებს გაზრდიდა და ქართველ შემტევს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ტურნირზე თამაშის საშუალება ექნებოდა. „სიტი“ 2:0 იგებდა, მაგრამ პარიზელებმა მოახერხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. მატჩი მათი გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მოიგო კიდევ ერთი ქართველის გუნდმა. დონეცკის „შახტარმა“ „ბრესტი“ 2:0 დაამარცხა. აზაროვი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად სუდაკოვმა გარდასახა. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ლაიფციგი“-„სპორტინგი“ 2:1; „მილანი“-ჟირონა“ 1:0; „არსენალი“-ზაგრების „დინამო“; „სელტიკი“-„იანგ ბოიზი“ 1:0; „ფეიენორდი“-„ბაიერნი“ 3:0; „რეალი“-„ზალცბურგი“ 5:1; „სპარტა“-„ინტერი“ 0:1. ამ ეტაპისთვის მერვედფინალში თამაშის უფლება მხოლოდ „ლივერპულმა“ და „ბარსელონამ“ მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი