UFC-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში ორი ქართველია

22 იანვარი 2025, 09:01 112 ნახვა

კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

ამ ღონისძიებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.

UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ისლამ მახაჩევი; 2. ჯონ ჯონსი; 3. ალექს პერეირა; 4. ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი