ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩოგბურთში ქალთა და მამაკაცთა ნახევარფინალისტები გაირკვა

23 იანვარი 2025, 11:46 87 ნახვა

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში 4:6, 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც ამერიკელ ტომი პაულს ასევე ოთხ სეტში, 7:6, 7:6, 2:6, 6:1 მოუგო. რაც შეეხება ქალთა ნახევარფინალებს: ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს პოლონელი იგა შვიოტეკი და ამერიკელი მედისონ კისი დაუპირისპირდებიან, მეორე ნახევარფინალში კი რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა ესპანელ პაულა ბადოსას შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი