დღეს იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლებს.
ამ დროისთვის ნეაპოლელები 65 ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო "ატალანტას" 42 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი სპალეტის გუნდის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
"ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება "სტადიო დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ რომ გუშინ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვალის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში აგვისტოს შემდეგ მეორედ მოიპოვა.