პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ - ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.)
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.