საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა

27 ივლისი 2024, 21:12 361 ნახვა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

"აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

 

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნულია ფარიკაობის ფედერაციის განცხადებაში.

დღეს, ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი