პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ქართველი მონაწილეობს. დღეს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე ლაშა გურული.
გიორგი სარდალაშვილმა უკვე ჩაატარა თავისი პირველი შეხვედრა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ვოლჩაკს დაუპირისპირდა და ძირითად დროში დაამარცხა,გიორგი შემდეგ ეტაპზე თურქ ძიუდოისტ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.