ამ სპორტში განუკითხაობაა და საშინელებები ხდება - სანდრო ბაზაძე

28 ივლისი 2024, 12:08 99 ნახვა

მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არ ეთანხმება მსაჯების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარიზის ოლიმპიადას, მერვედფინალში გამოეთიშა. სპორტსმენი მსაჯების მხრიდან, მიკერძოებასა და უსამართლობაზე საუბრობს.

„პირველ რიგში იმით დავიწყებ! მადლობა თითოეულ ქართველს, ეს რა მაგარი ერი ვართ როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ!!! არ მინდა ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს მაგრამ ვისაც მოგინდებათ წაიკითხავთ !!! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო!!!! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!!! დღეს რაც მოხდა ეს უკვე განმეორდა თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი თუ წესიერი იქნება მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-თქო. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის სპორტი სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება... იმ დონემდე მიმიყვანეს რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი!!! როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე დამიჯერეთ, რომ ეს სპორტი არ არსებობდა საერთოდ და მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებით და უნარით აღზარდა უამრავი მაგარი სპორტსმენი!!! პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა. მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართქილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე!!! აქ არიან მოფარიკავეები, რომლებმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!!!

მე, სანდრო ბაზაძემ, მიუხედავად იმისა ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად გაჭირვებიდან მიღწეულმა ნომერ პირველამდე მისულმა სპორტსმენმა რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ!!! დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი, რომ აქ სამართალი არ არსებობს…. საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა! მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიყვარხართ თითოეული ქართველი! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას ეს გარეწრები!!! მე ტყუილს არ ვლაპარაკობ, მე 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ჰყავდეთ!

მერაბ ბაზაძე გმირია ! 1 ხმალი გვქონდა და რომ გატყდა ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა და ფეხზე არაფერი არ გვეცვა. აი, ესე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი! მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს როგორც ჩანს… მე მადლიერი ვარ ღმერთის რაც გამაჩნია, რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ!!! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი…საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა! ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!“, - წერს ბაზაძე.

ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველ შეხვედრაში მექსიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ტურნირს მერვედფინალში, ეგვიპტელ სპორტსმენთან, მსაჯების გადაწყვეტილებით 14:15 დამარცხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში