თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულების სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
როგორც საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
მათივე ცნობით, ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.