პარიზში ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

27 ივლისი 2024, 11:53 367 ნახვა

პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს. დღეს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე ლაშა გურული. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში