აჭარის დელეგაცია ვროცლავში ტურიზმისა და დასვენების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 220-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.
აჭარა მრავალფეროვანი კუთხითაა წარმოდგენილი. აჭარის დელეგაცია შეხვდა ვროცლავის მერს.
მხარეებმა რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი აჭარაში.
ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოგვაწოდა.