დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს - „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

26 თებერვალი 2025, 10:21 161 ნახვა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

"ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები განაგრძობენ საგანგებო ვითარებაში მუშაობას.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოვება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრაქსტუქტურაც.

სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი