აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს - დეპარტამენტი მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

26 თებერვალი 2025, 10:09 177 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1,50 მეტრია.

უწყების განმარტებით, ისინი აგრძელებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. 

"ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1,50 მეტრია.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სანტიმეტრია.

ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებში გრძელდება ბათუმი-ხულო-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გაწმენდა.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.

მძღოლებს მოვუწოდებთ საჭიროების შემთხვევაში იმოძრაონ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი მაღალი გამავლობის გამართული ავტომობილებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი