ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
"მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში" - აღნიშნულია საიას განცხადებაში.