ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 27 თებერვალს განახლდება

26 თებერვალი 2025, 07:08 207 ნახვა

დიდთოვლობის გამო ბათუმში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეჩერებული სწავლა მერიის ინფორმაციით, 27 თებერვალს განახლდება. 

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ თოვლის საფარისაგან ქუჩები მთელო ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. მათივე ინფორმაციით,სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ უკვე აღდგენილია ასევე დაზიანებული წყლის ცენტრალური მილი და სასმელი წყალი ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას, მუნიციპალიტეტშინამბობენ, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემა მოგვარებულია.

ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები და საჩრდილობლები დაზიანდა. მერიაში აცხადებენ, რომ ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სახურავებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის მიერ, განხორციელდება მათი აღდგენა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი