ბათუმში,მეტაქსას ქუჩის 5 ნომერში, უხვი ნალექის შედეგად მრავალბინიან საცხოვრებელ ეზოში, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობაში სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაყვანას ითხოვენ. ამბობენ, რომ შენობა წლებია ავარიულია და აღნიშნულის დამადასტურებელი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.
ოჯახები შენობიდან დღეს სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა.
აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, მომხდართან დაკავშირებით უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.