“ღირებულებებზე დაფუძნებული ცვლილებები“ - იუნისეფის საქმიანობა საქართველოში - ამ თემაზე დისკუსია გაიმართა ბათუმში.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა იმ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა, მათ შორისაა ბავშვთა უფლებების კოდექსიც.
შეხვედრა აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელთანაც იუნისეფი რამდენიმე ერთობლივ პროექტს ახორციელებს.
თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები. ასევე გადამზადდა 25 მოსწავლე, რომლებმაც თავიანთ სკოლებში “ბავშვთა უფლებების ელჩის“ სტატუსით სასკოლო კლუბები ჩამოაყალიბეს.