უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანამ ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა, რის ნიშნადაც შენობები უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.
ევროკავშირმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა - სოლიდარობის აქციები მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში გაიმართა, მათ შორის საქართველოშიც. ათასობით ადამიანმა ერთხმად, პუტინის აგრესია გააპროტესტა.