აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე დღეა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდას.
სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ყველა სპეც-ტექნიკა. პირველ რიგში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.
მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.