არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ზღვის ნაპირთან ახლოს სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
თვითმხილველების თქმით, დაინახეს ძლიერი კვამლი და აფეთქების ხმა გაიგეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
შსს ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია