მოროდიორობა თურქეთში

12 თებერვალი 2023, 12:02 679 ნახვა

თურქეთის უშიშროების ძალებმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების სავარაუდო ძარცვის, ქურდობისა და დაზარალებულთა თაღლითობისთვის მინიმუმ 98 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება. 

გამოცემის ცნობით, წყაროების თანახმად, რომლებსაც სურდათ ანონიმურად დარჩენა, გამოძიება ჩატარდა მინიმუმ 42 ეჭვმიტანილზე თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში დაზიანებული შენობების გაძარცვის ბრალდებებთან დაკავშირებით. 

კიდევ ორი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ექვსი სატვირთო მანქანის საკვების გაძარცვას ცდილობდნენ. 

ასევე სულ მცირე ექვსი ადამიანია დაკავებული სამხრეთ გაზიანთეფში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლების წინაშე განხორციელებული თაღლითობის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში