შუახევში მოხალისეთა კლუბი გაიხსნა

08 თებერვალი 2023, 18:00 497 ნახვა

შუახევში ახალგაზრდული მოხალისეთა კლუბი შეიქმნება. კლუბი ადგილობრივი მოზარდებისაგან იქნება დაკომპლექტებული. კლუბის ძირითად მიზანს  მოხალისეობის ინსტიტუტის შესახებ  ახალგაზრდების ინფორმირებულობის  დონის გაზრდა, ახალგაზრდების  ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში და საქველმოქმედო  ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებას წარმოადგენს.  ახალგაზრდული გაერთიანების  წევრი შეიძლება იყოს მოხალისეობის მსურველი 14-29  წლამდე ასაკის  ფიზიკური  პირი. კლუბის წევრობის მსურველების  განაცხადების მიღება 15 თებერვლიდან დაიწყება. აღსანიშნავია  რომ მუნიციპალიტეტში რამდენიმე  წელია ფუნქციონირებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში