რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე და გმობს აგრესორის მორიგ სასტიკ იერიშებს უკრაინაზე.
სანდუ გამოეხმაურა რუსული რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოლდოვას შსს-ს ინფორმაციით, რუსული რაკეტის ფრაგმენტები ქვეყნის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.