გამონაკლისი არც წლევანდელი ზამთარი ყოფილა. დიდთოვლობის გამო დამტვრეულია ფიჭვისა და ევკალიპტის ტოტები 6 მაისის პარკში. ბათუმში ხეები დაზიანებულია კიდევ რამდენიმე ქუჩაზე და ბულვარში. თუმცა მერიის გამწვანების და ბულვარის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ზიანი საგანგაშო არ არის.