ბათუმში, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი. პირველი, სამი, ცხრა, თერთმეტი და ცამეტი ნომერი ავტობუსები ღამის თორმეტი საათის ნაცვლად იმუშავებენ ღამის ორ საათამდე. ხვალ, ერთი დღით კი საღამოს 18 საათის შემდეგ კი მგზავრობა იქნება უფასო.