ახალ წლამდე ორი დღე რჩება და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად ხალხმრავლობაა ბაზრებსა და მარკეტებში, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა და პროდუქციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რეალიზაციის მოლოდინშია. როგორც ირკვევა პროდუქციის ნაწილზე ფასები საგრძნობლად გაზრდილია. ბაზართან ერთად ხალხმრავლობა და რიგებია სარფის საბაჟო პუნქტზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი სურსათის საყიდლად მეზობელ თურქეთში გადადის. რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა ნახავთ ჩვენს რეპორტაჟში.