ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 25 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, წარჩინებული კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები და პარტნიორები ესწრებოდნენ. ამჟამად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს და 1100 სტუდენტს და 8 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს.