ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან შიმშილობას ამ დრომდე მხოლოდ ანა წითლიძე აგრძელებს. ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას არ წყვეტს და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.შიმშილობა შეწყვიტა „თემურ ჯანაშიამ.ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება დავით კირკიტაძე. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.