აშშ ვიზიტი კარგი შედეგებით დასრულდა-ზელენსკი

23 დეკემბერი 2022, 12:39 489 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვაშინგტონიდან "კარგი შედეგებით" ბრუნდება. ვოლოდიმერ ზელენსკი სამშობლოში დაბრუნებისას პოლონეთში მის პოლონელ კოლეგას პირისპირ შეხვდა. „მე ვუთხარი მას, რაც მოვისმინე აშშ-ში, მომავალი წლის ჩვენი სტრატეგიული ხედვის შესახებ. ვემზადებით, ვაძლიერებთ ერთობლივ ძალებს“-განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ოთხშაბათს აშშ-ს კონგრესის წინაშე ისტორიული სიტყვით გამოსვლისას ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია დემოკრატიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში და არა ქველმოქმედება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი