“ასეთი ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით“ _ ეს განცხადება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პლენარული სხდომის დაწყებამდე გააკეთეს და ხელისუფლების საქმიანობა გააკრიტიკეს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატებმა საკუთარი გადაწყვეტილებაც გააჟღერეს, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის დამტკიცებასაც არ დაესწრნენ. ბოიკოტის რეჟიმი კი მათივე თქმით, მანამ გაგრძელდება სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. დეპუტატების განცხადებით, პროტესტი ქუჩაშიც გაგრძელდება. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობად აფასებენ.