თბილისი პირველად მასპინძლობს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის. ალბანეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც მოჰყვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებას. ღონისძიების მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვებული გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატების შექმნა.