ბაიდენი კიდევ ერთ პანდემიას არ გამორიცხავს

15 დეკემბერი 2022, 10:55 398 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება.

ვაშინგტონში, აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  ბაიდენმა  აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია  კოვიდ-19-ის დასასრულებლად მუშაობს, აგრძელებს უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემებისა და ინსტიტუტების მშენებლობას და  ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად.

ბაიდენი ამბობს, რომ უკეთ უნდა მოემზადონ, რათა ჯანმრთელობის გამოწვევებს გაუმკლავდნენ. პრეზიდენტი არ გამორიცხავს და ამბობს, რომ  კიდევ ერთი პანდემია აუცილებლად იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი