მოხალისეობის ფორუმი

05 დეკემბერი 2022, 18:36 967 ნახვა

ბათუმში მოხალისეობის  ფორუმი  გაიმართა. ‘’გახდი ჩემი მოხალისე’’  კამპანია  ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში აჭარის  მასშტაბით 40  სკოლა ჩაერთო, გამოვლინდა  ათი საუკეთესო  მოხალისეობრივი  ინიციატივა. დაჯილდოვდნენ  მოსწავლეები  და ის მოხალისეები, რომლებიც  მათთან ერთად  სხვადასხვა  მოხალისეობრივი ღონისძიების განხორციელებაში  მონაწილეობდნენ. მოხალისეობრივი  კამპანია და ფორუმი  USAID-ის  სამოქალაქო  განათლების  პროგრამის  ფარგლებში  ‘’ბათუმის  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის’’  პარტნიორობით განხორციელდა.  პროგრამის  მიზანი  მოხალისეობის შესახებ ცნობიერების  ამაღლება და  მსგავს აქტივობებში მოქალაქეების ჩართულობის  ხელშეწყობაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი