ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება 15-წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის. ტურნირში თბილისის „ორბი“, „ქუთაისი“ და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული ბათუმის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ბოლო საშეჯიბრო დღეს „ქუთაისი“ 83:51 დაამარცხა, ბათუმის მეორე გუნდმა თბილისის „ორბს“ 80:34 მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. „ქუთაისმა“ და „ორბმა“, შესაბამისად, მესამე-მოეთხე ადგილები გადაინაწილეს.
თავიანთი გუნდების საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: ორბი - თემო სვანიძე, ქუთაისი-თორნიკე ჭოხონოლიძე; ბათუმი-2 ბაჩო ბალაძე; ბათუმი-1 ნიკოლოზ ოჩხიკიძე. ტურნირის MVP ბათუმელი დიანის გრიგორიანი გახდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.