აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკაში მთავრობის ფართოდ ჩარევამ გამოიწვია ფასების და ხარჯების დეფორმირება, რაც, მისი თქმით, ზუსტად არ ასახავს, რამდენად სამართლიანად აფასებენ რუსული კომპანიები აშშ-ში იმპორტს.
„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.