უკრაინელებმა სამხრეთით რუსების საბრძოლო მასალის საცავები, ტანკები და სარაკეტო სისტემები გაანადგურეს

09 ნოემბერი 2022, 10:01 321 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა  გასული დღის განმავლობაში 55 რუსი ოკუპანტი და რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ავიაციის გამოყენებით ოთხჯერ შეუტიეს.

საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებს.

„საერთო ჯამში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. რუსეთის არმიამ დაკარგა: 55 ადამიანი, 4 ტანკი, Тор-М2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ორი ნაღმმტყორცნი და 9 ავტომობილი“, - აცხადებენ სარდლობაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში