შონ პენმა უკრაინაში საკუთარი ოსკარი ჩაიტანა

09 ნოემბერი 2022, 10:26 398 ნახვა

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ჩავიდა. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში ომის დასრულებამდე დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ამჯერად, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ზელენსკი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი