ხარვეზები აჭარის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში - კვლევა

02 ნოემბერი 2022, 14:34 583 ნახვა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ’’ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის 62 თანამდებობის პირის  დეკლარაცია შეისწავლა და მათგან  40 პროცენტში დარღვევა გამოავლინა.     

ირკვევა, რომ საჯარო მოხელეების  ნაწილმა დეკლარაციაში  არ მიუთითა უძრავი ქონება,  ხელფასი და სამეწარმეო საქმიანობა, ნაწილს კი კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავალი მიღებული  აქვს კერძო კომპანიებში გაწეული სამუშაოდან, მათ შორისაა გია აბულაძეც. დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ, როცა ეს შემოსავალი მიიღო,  უმაღლეს საბჭოში ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.   

კვლევაში მოხვდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის  თავმჯდომარეები. დავით გაბაიძეს დეკლარაციაში არ აქვს ასახული მის საკუთრებაში არსებული ბინა და გასული წლის ხელფასი, რასაც თავად ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს.  გამჭვირვალობის ინფორმაციით,  თორნიკე რიჟვაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა შპს ,,აჭარა ბერრის ლიმითედის“  წილის შესახებ.  გასული წლის დეკლარაციის  მიხედვით, მან 25 პროცენტიანი წილი მართვის უფლებით მესამე პირს  გადასცა, თუმცა  კვლევის მიხედვით,  რეესტრს მსგავსი ცვლილება არ აქვს ასახული.   

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ დეკლარაცია კანონმდებლობის შესაბამისადაა შევსებული და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს ხარვეზი არ გამოუვლენია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი